სიახლეები
2016 წლის 15 აპრილს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანის ინიციატივით, რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს სისხლის სამართალში მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის გადაეცა ფულადი საჩუქარი და წიგნები. წიგნები მოგვაწოდა ჩვენმა პარტნიორმა გამომცემლობამ "იურისტების სამყარო", რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. დაჯილდოვებულ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიულოცა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ანა ხურციძემ. ამასთანავე, სერტიფიკატები გადაეცათ სხვადასხვა უნივერსიტეტების იმ სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კურსში "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში."